95
ამ კვირების განმავლობაში უკრაინული არმია წარმატებულ კონტრშეტევას აწარმოებს დონეცკის მიმართულებაზე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა:
“ამ კვირების განმავლობაში ჩვენს ერთ-ერთ კონტრშეტევით ოპერაციას ვაწარმოებთ. ბიჭები ყოჩაღები არიან. დონეცკის მიმართულებაზე, პოკროვსკის, დობროპოლიეს რაიონში. სასტიკი ბრძოლები, მაგრამ მოვახერხეთ რუსებისთვის საგრძნობი დანაკარგების მიყენება. ამ კონტრშეტევის დაწყებიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს უკრაინული მიწის 160 კვადრატული კილომეტრი, შვიდი დასახლებული პუნქტი, ხოლო კიდევ 170 კვადრატული კილომეტრი და ცხრა დასახლებული პუნქტი გაწმენდილია ოკუპანტებისგან”