სამშაბათი, ოქტომბერი 13, 2026
Home მსოფლიო აშშ-ზე დამოკიდებულების შესამცირებლად ინდოეთთან შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ – ურსულა ფონ დერ ლაიენი

აშშ-ზე დამოკიდებულების შესამცირებლად ინდოეთთან შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ – ურსულა ფონ დერ ლაიენი

by admin

აშშ-ზე დამოკიდებულების შესამცირებლად ინდოეთთან შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფები ევროკავშირს ეკონომიკური კავშირების დივერსიფიკაციას აიძულებს.

“წელს ინდოეთთან შეთანხმების გაფორმება გვსურს. ასევე, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სამხრეთ აფრიკასთან, მალაიზიასთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და სხვა ქვეყნებთან”, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, შეთანხმების გაფორმების მიმართ ერთგულება ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ 17 სექტემბერს გამართული სატელეფონო საუბრის დროს დაუდასტურა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay