შაბათი, ივნისი 6, 2026
Home პოლიტიკა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის 100-წლიანი პარტნიორობის ხელშეკრულების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის 100-წლიანი პარტნიორობის ხელშეკრულების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

by admin

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის 100-წლიანი პარტნიორობის ხელშეკრულების შესახებ კანონს ხელი მოაწერა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

“ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა ხელი მოვაწერო კანონს, რომელიც გაერთიანებულ სამეფოსა და უკრაინას შორის 100-წლიანი პარტნიორობის ხელშეკრულების რატიფიცირებას ახდენს”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის გაფორმებული 100-წლიანი პარტნიორობის ხელშეკრულება უსაფრთხოების, თავდაცვის, ეკონომიკის, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და კულტურის სფეროებში კავშირების გაძლიერებას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, უკრაინის უმაღლესმა რადამ ხელშეკრულების რატიფიცირებას გუშინ, 17 სექტემბერს დაუჭირა მხარი

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay