კვირა, ივნისი 7, 2026
Home პოლიტიკა ომის დასრულება უკრაინის პოლიტიკური სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე დაუშვებელია, ნაკარნახევი მშვიდობა, პუტინს წაახალისებს და ახალი სამიზნის პოვნის საშუალებას მისცემს – ფრიდრიხ მერცი

ომის დასრულება უკრაინის პოლიტიკური სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე დაუშვებელია, ნაკარნახევი მშვიდობა, პუტინს წაახალისებს და ახალი სამიზნის პოვნის საშუალებას მისცემს – ფრიდრიხ მერცი

by admin

უკრაინაში ომის დასრულება კიევის პოლიტიკური სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე დაუშვებელია, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას ჩვენს ცხოვრებაზე კონკრეტული გავლენა აქვს. გვსურს, რომ ეს ომი დასრულდეს, მაგრამ არსებობს საშიშროება, რომ ეს ომი გარკვეული დროის განმავლობაში გაგრძელდება. მისი უკრაინის პოლიტიკური სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე დასრულება დაუშვებელია. ნაკარნახევი მშვიდობა, პუტინს წაახალისებს და ახალი სამიზნის პოვნის საშუალებას მისცემს. პუტინი ჩვენს საზღვრებს დიდი ხანია ცდის. რუსეთს ჩვენი თავისუფალი საზოგადოებების დესტაბილიზაცია სურს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ”, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay