ფაქტი ძალიან მძიმეა – ის, ვინც გაბედავს და კანონის საწინააღმდეგოდ გადადგამს ნაბიჯს, დააზარალებს ეკონომიკურად, პოლიტიკურად ან სახელმწიფოებრივად საქართველოს, ადრე თუ გვიან მას მართლმსაჯულება მიაკითხავს, ეს არის ჩვენი სტილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
“ფაქტი ძალიან მძიმეა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ამისი საჯაროდ გამოტანა შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს, რომ ჩვენთვის პოლიტიკურად საზიანოა, ჩვენ ამას ყურადღებას არ მივაქცევთ. არის თუ არა ეს ჩვენთვის პოლიტიკურად საზიანო – არ იქნება ჩვენთვის პოლიტიკურად წარმმართველი. ის, ვინც გაბედავს და კანონის საწინააღმდეგოდ გადადგამს ნაბიჯს, დააზარალებს ეკონომიკურად, პოლიტიკურად ან სახელმწიფოებრივად საქართველოს, ადრე თუ გვიან მას მართლმსაჯულება მიაკითხავს – ეს არის ჩვენი სტილი. მოსაზრებები იმის შესახებ ჩვენ ეს პოლიტიკურად ხომ არ დაგვაზიანებს, ვერ შეგვაჩერებს. კანონსაწინააღმდეგო ქმედების ყველა ჩამდენი ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგება. აქ მიჩქმალვას ადგილი არ ექნება. აზრიც არ ექნება რომ მიჩქმალო. არცერთი ფაქტი არ იქნება მიჩქმალული რა დონის ადამიანებიც არ უნდა იყვნენ ამაში გარეული, ხელს არავინ დააფარებს და ქართველ ამომრჩეველს არავინ არაფერს არ დაუმალავს”, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა