ორშაბათი, ივნისი 8, 2026
Home საზოგადოება მარკო რუბიო – გარკვეულ ეტაპზე პრეზიდენტმა შეიძლება სანქციების გამოყენების გადაწყვეტილება მიიღოს – ევროპაში ჯერ კიდევ არიან ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ევროპამაც იგივე გააკეთოს

მარკო რუბიო – გარკვეულ ეტაპზე პრეზიდენტმა შეიძლება სანქციების გამოყენების გადაწყვეტილება მიიღოს – ევროპაში ჯერ კიდევ არიან ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ევროპამაც იგივე გააკეთოს

by admin

ევროპაში ჯერ კიდევ არიან ქვეყნები, რომლებიცა რუსულ პროდუქციას, მათ შორის რუსულ ნავთობს ყიდულობენ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

“ვიცით, რა ტიპის სანქციების გამოყენების შესაძლებლობა გვაქვს და გარკვეულ ეტაპზე პრეზიდენტმა შეიძლება მათი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს. ეს მის მიერ მისაღები გადაწყვეტილება იქნება. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვადებს ხელოვნურად არ დაასახელებს, მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ევროპამაც იგივე გააკეთოს. ევროპაში ჯერ კიდევ არიან ქვეყნები, რომლებიც რუსულ პროდუქციას, მათ შორის რუსულ ნავთობს ყიდულობენ. პრეზიდენტმა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს მოუწოდა, რომ თავად დააწესონ ის სანქციები, რომელთა დაწესებასაც ჩვენგან ითხოვენ”, – აღნიშნა რუბიომ.

შეგახსენებთ, 13 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „მზად არის რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული სანქციები დააწესოს, თუ ნატო-ს ყველა წევრი სახელმწიფო რუსეთიდან ნავთობის ყიდვას შეწყვეტს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay