ორშაბათი, ივნისი 8, 2026
Home მსოფლიო ბრაზილიის ექსპრეზიდენტს გადატრიალების საქმეზე 27-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ბრაზილიის ექსპრეზიდენტს გადატრიალების საქმეზე 27-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

by admin

ბრაზილიის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარო სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაში დამნაშავედ ცნო და 27 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

მედიის ცნობით,  ბოლსონარო დამნაშავეს ცნეს სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაში, შეიარაღებული კრიმინალური ორგანიზაციის წევრობაში, ბრაზილიის დემოკრატიული წესრიგის ძალის გამოყენებით დარღვევის მცდელობაში, სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებებსა და 2023 წლის 8 იანვარს საჯარო საკუთრების დაზიანებაში, მისი მხარდამჭერების მიერ სამთავრობო შენობებზე თავდასხმის დროს.

პროკურატურის მტკიცებით, მისი გეგმა მოიცავდა ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით ახლადარჩეული პრეზიდენტის, ლუის ინასიო ლულა და სილვას მკვლელობას. გადატრიალების გეგმა ასევე მოიცავდა ფეთქებადი ნივთიერებების, იარაღის ან შხამის გამოყენებით ლულასთან ერთად, ვიცეპრეზიდენტის, ჟერალდო ალკმინის და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ალექსანდრ დე მორაესის მკვლელობას.

ექსპრეზიდენტისთვის პატიმრობის მისჯას უზენაესი სასამართლოს ხუთი მოსამართლიდან მხარი ოთხმა დაუჭირა.

თავად ჟაირ ბოლსონარო ბრალდებებს ამ დრომდე უარყოფს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay