გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, კრემლმა ნატო-ს პროვოცირება მიზანმინართულად მოახდინა პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების გაგზავნით, – ინფორმაციას Politico ავრცელებს.
“რუსეთის მთავრობის ეს სრულიად უგუნური ქმედება პროვოკაციების ხანგრძლივი სერიის ნაწილია, რომელსაც თვეების განმავლობაში ვხედავთ ბალტიის რეგიონში და მთლიანად ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე. ეს ძალიან სერიოზული საფრთხეა ევროპაში მშვიდობისთვის. რუსეთის მთავრობის მტკიცება, რომ ეს, ასე ვთქვათ, დამთხვევა ან შემთხვევა იყო, სანდო არ არის.
პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ევროპის საჰაერო თავდაცვა, ნატო-ს საჰაერო თავდაცვა, მუშაობდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა ისე კარგად, როგორც უნდა ემუშავა, რათა ადრეულ ეტაპზე თავიდან აეცილებინა პოლონეთის საჰაერო სივრცეში ამდენი დრონის შეღწევა”, – განაცხადა მერცმა.