პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ განაცხადა, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცე რუსულმა დრონებმა დაარღვიეს და სარდლობამ ეს აგრესიის აქტად შეაფასა.
“რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე დღევანდელი თავდასხმის შედეგად, მოხდა პოლონეთის საჰაერო სივრცის უპრეცედენტო დარღვევა დრონის ტიპის ობიექტებით. ეს არის აგრესიის აქტი, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას.
პოლონეთისა და მოკავშირეთა რადარის სათვალთვალო აღჭურვილობამ რამდენიმე ობიექტი დააფიქსირა და იმ ობიექტებთან მიმართებაში, რომლებსაც შეეძლოთ საფრთხის შექმნა, შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის მეთაურმა მათი ნეიტრალიზაციის გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოჭრილი დრონების ნაწილი ჩამოაგდეს. ამ ობიექტების შესაძლო ჩამოვარდნის ადგილების ძიება და ლოკალიზაცია გრძელდება” – ნათქვამია Х-ზე გამოქვეყნებულ პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის განცხადებაში.
პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აკვირდებიან მიმდინარე სიტუაციას და რომ პოლონეთის და მოკავშირე ძალები და საშუალებები სრულ მზადყოფნაში არიან შემდგომი ქმედებებისთვის