კვირა, ივნისი 7, 2026
Home საზოგადოება პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი სახლს დაეცა

პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი სახლს დაეცა

by admin

პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ლუბლინის სავოევოდოში, ქალაქ ვლოდავას მახლობლად მდებარე სოფელ ვირიკი ვოლაში სახლს დაეცა.

სოფელი ბელარუსის საზღვრის მახლობლად მდებარეობს. ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდეს, რომ არ დატოვონ საცხოვრებელი სახლები.

შემთხვევის შედეგად ცეცხლი არ გაჩენილა და არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა შენობის სახურავი და მანქანა. ადგილზე იმყოფებიან სპეცსამსახურების წარმომადგენლები და მეხანძრეები.

ნაპოვნია სხვა დრონებიც. ლოძის სავოევოდოში, ქალაქ ოპოჩნოს მახლობლად, უკრაინის საზღვრიდან 300 კილომეტრში დრონი მინდორში იპოვეს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ტიპის აპარატია ნაპოვნი, თუმცა გავრცელებულ ფოტოებში ნაჩვენები უპილოტო საფრენი აპარატი რუსული წარმოების Гербера-ს ტიპის დრონს ჰგავს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay