96
რუსებმა დონეცკის ოლქში პენსიის მისაღებად რიგში მყოფ ხალხს დაარტყეს, რის შედეგადაც, 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“რუსეთის სასტიკი საჰაერო დარტყმა პირდაპირ ადამიანებზე. ჩვეულებრივ მშვიდობიან მოქალაქეებზე. ზუსტად იმ დროს, როდესაც პენსიები გაიცემოდა. წინასწარი ინფორმაციით, 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მსგავსი რუსული დარტყმები მსოფლიოს მიერ რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. რუსები სიცოცხლის განადგურებას აგრძელებენ, თუმცა სანქციებს თავს არიდებენ. მსოფლიო უმოქმედოდ არ უნდა დარჩეს. საჭიროა აშშ-ისა და ევროპის მხრიდან რეაგირება”, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი