შაბათი, ივნისი 6, 2026
Home საზოგადოება მზია ამაღლობელს Free Media Awards გადაეცემა

მზია ამაღლობელს Free Media Awards გადაეცემა

by admin

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს Free Media Award გადაეცემა. 

“ჟურნალისტი და მედიის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი საქართველოში დამოუკიდებელი მედიის სახე გახდა”-  წერია ნორვეგიული ორგანიზაციის, The Fritt Ord Foundation-ის საიტზე.

ჯილდოს წლევანდელი ლაურატები ასევე არიან: Gwara Media (უკრაინა), Direkt98 (უნგრეთი), რუსი დამოუკიდებელი ჟურნალისტი, ალექსანდრა ასტახოვა, ბელარუსის საგამოძიებო ცენტრი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, ნარგიზ აბსალამოვა.

“Free Media Awards” ნორვეგიული The Fritt Ord Foundation-ის და გერმანული ZEIT STIFTUNG BUCERIUS-ის საერთო ჯილდოა, რომელიც გადაეცემა ჟურნალისტებსა და მედიებს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის გაძლიერებისთვის

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay