შაბათი, ივნისი 6, 2026
Home პოლიტიკა კიტ კელოგი – რუსეთი ესკალაციას ახდენს კიევში, უკრაინის მთავრობის ოფისებზე დარტყმით, ასეთი ქმედებების შედეგად მოვლენები, შეიძლება, უკონტროლო გახდეს

კიტ კელოგი – რუსეთი ესკალაციას ახდენს კიევში, უკრაინის მთავრობის ოფისებზე დარტყმით, ასეთი ქმედებების შედეგად მოვლენები, შეიძლება, უკონტროლო გახდეს

by admin

ნებისმიერ ომში საფრთხე ესკალაციაა. როგორც ჩანს, რუსეთი ესკალაციას ახდენს ომის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბური თავდასხმით, კიევში, უკრაინის მთავრობის ოფისებზე დარტყმით, – ასე ეხმაურება უკრაინის საკითხზე დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმას.

“ისტორია აჩვენებს, რომ მოვლენები შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს ასეთი ქმედებების შედეგად. სწორედ ამიტომ მუშაობს პრეზიდენტი ტრამპი ამ ომის შესაჩერებლად. თავდასხმა არ იყო სიგნალი იმისა, რომ რუსეთს სურს ამ ომის დიპლომატიური გზით დასრულება”, – წერს კელოგი.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინას 800-ზე მეტი დრონით და რაკეტით შეუტია. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. არიან დაღუპულები და დაშავებულები. თავდასხმის შედეგად, დედაქალაქ კიევში მთავრობის შენობაც დაზიანდა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay