87
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მზად არის სლოვაკეთს ნავთობი და გაზი მიაწოდოს, თუმცა არა რუსული, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უჟგოროდში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, რობერტ ფიცოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ბატონ ფიცოსთან ერთად ენერგეტიკაზე ვისაუბრეთ. ჩვენ მზად ვართ სლოვაკეთს გაზი და ნავთობი მივაწოდოთ – თუ ეს რუსული გაზი და რუსული ნავთობი არ იქნება, რადგან ომში ვართ, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს”, – თქვა ზელენსკიმ