75
პუტინის ნდობა არ შეიძლება, მასზე ზეწოლისთვის კიდევ მეტის გაკეთებაა საჭირო, – გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე განაცხადა.
“ამას კიდევ უფრო გაუსვა ხაზი გასულ კვირას კიევში განხორციელებულმა თავდასხმებმა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ბრიტანეთის საბჭოსა და ევროკავშირის დელეგაციის შენობებს. აშკარაა, რომ ახლა კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთონ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე ზეწოლის განსახორციელებლად იმისთვის, რომ საომარი მოქმედებების შეწყვეტა უზრუნველყონ, მივესალმები კოალიციის სხვა წევრების განცხადებებს, რომ ისინი უკრაინას შორი მოქმედების რაკეტებს მიაწვდიან”