კვირა, ივნისი 14, 2026
Home მსოფლიო რუსეთის აგრესია მხოლოდ საკმარისი ზეწოლის არარსებობის გამო გრძელდება, უახლოეს დღეებში პარტნიორებთან ერთად განიხილავენ ზეწოლის ძლიერი ზომების საჭიროებას – ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსეთის აგრესია მხოლოდ საკმარისი ზეწოლის არარსებობის გამო გრძელდება, უახლოეს დღეებში პარტნიორებთან ერთად განიხილავენ ზეწოლის ძლიერი ზომების საჭიროებას – ვოლოდიმირ ზელენსკი

by admin

პუტინი თავის დაუსჯელობას აჩვენებს და ეს, უდავოდ, მსოფლიოსგან რეაგირებას მოითხოვს. ეს აგრესია მხოლოდ საკმარისი ზეწოლის არარსებობის გამო, პირველ რიგში, რუსეთის საომარ ეკონომიკაზე ზეწოლის არარსებობის გამო, გრძელდება, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ დარტყმებს.

“მთავარი სამიზნეები იყო სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით ენერგეტიკული ობიექტები, სატრანსპორტო კვანძი, ავტოფარეხის კოოპერატივიც კი და, როგორც რუსებისთვის უკვე რუტინად იქცა, საცხოვრებელი ტერიტორიები. ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ღამით ათობით საცხოვრებელი შენობა დაზიანდა. ხანძრის ჩაქრობის ოპერაციები მიმდინარეობს. ეს აშკარად დემონსტრაციული რუსული დარტყმებია. პუტინი თავის დაუსჯელობას აჩვენებს. და ეს, უდავოდ, მსოფლიოსგან რეაგირებაზე ზეწოლის არარსებობის გამო, გრძელდება.

დღეს საღამოს, საფრანგეთში ორმხრივ ფორმატში გავმართავთ შეხვედრას – სადაც მოვახდენთ ჩვენი ძალისხმევის კოორდინაციას. ასევე ვამზადებთ “მსურველთა კოალიციის” ფორმატს და ახალ ნაბიჯებს ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებში. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება. რუსეთის ყველა დარტყმას რეალური პასუხი უნდა მოჰყვეს”, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay