74
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობებმა ბოლო დროს განსაკუთრებული ნდობისა და მოკავშირეობის ხასიათი შეიძინა. ამის შესახებ პუტინმა კიმ ჩენ ინთან შეხვედრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ მოხარულია ჩრდილოეთკორეელ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობით.
“ბოლო დროს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებმა განსაკუთრებული ნდობისა და მეგობრობის, მოკავშირეობის ხასიათი შეიძინა. რუსი ხალხის სახელით მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ნეონაციზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობისთვის”, – განაცხადა პუტინმა.