ორშაბათი, ივნისი 15, 2026
Home მსოფლიო კიმ ჩენ ინი ჩინეთში ჩავიდა

კიმ ჩენ ინი ჩინეთში ჩავიდა

by admin

კიმ ჩენ ინი ჩინეთში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი პეკინში მატარებლით ჩავიდა.

პეკინში კიმ ჩენ ინს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვანგ ი დახვდა.

შეგახსენებთ, კიმ ჩენ ინი ხვალ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან და ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან ერთად მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს დაესწრება.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay