28 აგვისტოს ისრაელის საჰაერო ძალებმა იემენში იერიში მიიტანეს, რომელიც, Times of Israel-ის ცნობით, სავარაუდოდ, იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის განადგურებას ისახავდა მიზნად.
პირველად შეტევის შესახებ ინფორმაცია ჰუსიტების მიერ კონტროლირებულმა Al Masirah TV-მ გაავრცელა, შემდეგ კი ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა და ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) დაადასტურეს, თუმცა სამიზნეები არ დაუკონკრეტებიათ.
ერთ-ერთმა ებრაულმა მედიამ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დღის პირველ ნახევარში ისრაელის დაზვერვამ შეიტყო, რომ 10 ჰუსიტი მინისტრი, მათ შორის თავდაცვის მინისტრი და სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები დაჯგუფების ლიდერის, აბდულ მალიკ ალ-ჰუსის დაგეგმილი გამოსვლის მოესმინად იემენის დედაქალაქ სანას მახლობლად იკრიბებოდნენ. ამის შემდეგ ისრაელის საჰაერო ძალებმა მათი შეკრების ადგილზე იერიში მიიტანეს