გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის (E3) მიერ გაეროს უშიშროების საბჭოსთვის გაგზავნილი წერილის თანახმად, E3-მა 28 აგვისტოს ირანის ბირთვული პროგრამის გამო მის მიმართ გაეროს სანქციების აღდგენის 30-დღიანი პროცესი დაიწყო.
გამოცემის ცნობით, ევროპულმა სამეულმა განცხადებაში აღნიშნა, რომ მათ გადაწყვიტეს, რომ ირანის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის ავტომატური მექანიზმი გაააქტიურონ.
მექანიზმით გათვალისწინებული პროცედურებით, ირანის წინააღმდეგ სანქციების აღდგენას გაეროსთვის წერილის წარდგენიდან 30 დღე სჭირდება.
“E3 ერთგულია ყველა დიპლომატიური ინსტრუმენტის გამოყენების, რათა ირანმა ვერასოდეს განავითაროს ბირთვული იარაღი. სწორედ ამიტომ ვაცხადებთ ჩვენს გადაწყვეტილებას, რომ დღეიდან ამ შეტყობინებით ‘სნეპბეკის’ მექანიზმი ამოქმედდეს” — ნათქვამია წერილში.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროპულმა ქვეყნებმა გადაწყვეტილება მოლაპარაკებების რამდენიმე მცდელობის შემდეგ მიიღეს.
ირანმა მანამდე არაერთხელ განაცხადა, რომ სანქციების აღდგენას მისგან “მკაცრი პასუხი” მოჰყვებოდ