შაბათი, ივნისი 6, 2026
Home სპორტი ოთხი ერის მეორე ტურის დიდი სენსაცია – არგენტინა – ახალი ზელანდია 29:23 (ვიდეო)

ოთხი ერის მეორე ტურის დიდი სენსაცია – არგენტინა – ახალი ზელანდია 29:23 (ვიდეო)

by admin

ოთხი ერის (The Rugby Championship) მეორე ტურში დიდი სენსაცია დაფიქსირდა – არგენტინის ნაკრებმა 29:23 დაამარცხა ახალი ზელანდიის ნაკრები. ისტორიაში პირველად მოხდა, რომ “პუმებმა” შინ მოუგეს “ოლ ბლექსს”.

არგენტინის ნაკრებმა 1985 წლიდან მოყოლებული, მე-16 ცდაზე შეძლო შინ ახალი ზელანდიის დამარცხება. ამ ორ გუნდს შორის სულ 41 ტესტი გაიმართა და აქედან არგენტინას 4 აქვს მოგებული (აქედან ერთი პანდემიის დროს სიდნეიში გამართულ სამი ერის მატჩებში), 2022 წელს კი არგენტინის ნაკრებმა ისტორიაში პირველად დაამარცხა “ოლ ბლექსი” მის მოედანზე, კრაისტჩერჩში, ამას მოყვა “პუმების” შარშანდელი გამარჯვება ველინგტონში.

ორი ტურის მერე ოთხივე გუნდს თითო მოგება და წაგება აქვს, თუმცა ბონუსქულების წყალობით ახალ ზელანდია 6 ქულა აქვთ, ავსტრალიას – 5, სამხრეთ აფრიკასა და არგენტინას – 4-4.
წაგების მიუხედავად, ახალი ზელანდია 90.72 ქულით მსოფლიოს რეიტინგში პირველ ადგილზე რჩება.

6 სექტემბერს “ოლ ბლექსი” მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას მასპინძლობს, ხოლო ავსტრალია – არგენტინას.

არგენტინა 29:23 ახალი ზელანდია

ლელო: გონსალესი, გარსია – პროკტორი, ნიუელი, ტაუკეი’აჰო
გარდასახვა: კარერასი 2 – მაკენზი
ჯარიმა: მალია, კარერასი 3 – ბოდენ ბარეტი, მაკენზი

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay