შაბათი, ივნისი 6, 2026
Home სპორტი ჩიქოვანმა “უოტფორდთან” კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს

ჩიქოვანმა “უოტფორდთან” კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს

by admin

თბილისის “დინამოს” 18 წლის თავდამსხმელმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა “უოტფორდთან” კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ “შარლერუაში” მოუწევს თამაში.

“Geo Team-ის ინფორმაციით, ნიკოლოზ ჩიქოვანმა რამდენიმე წუთის წინ სამედიცინო შემოწმება გაიარა და “უოტფორდთან” 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ფეხბურთელი ამ მომენტში რომშია, მენეჯერ ლევან მჭედლიძესთან ერთად და რამდენიმე დღეს იტალიაში გაატარებს.

როგორც შევიტყვეთ, კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარამდე 18 წლის ფეხბურთელს ბელგიის ჩემპიონატში, “შარლერუაში” იჯარის წესით გაანათხოვრებს. ამის მიზეზი ფეხბურთელისთვის დიდი ბრიტანეთის სამუშაო ვიზის ქულების დაგროვებაა”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay