დედაქალაქის მერის კახა კალაძე მამუკა მდინარაძის სუს-ის ხელმძღვანელად წარდგენაზე – ის არის კარგი ქართველი კაცი, ჰყავს ძალიან კარგი ოჯახი, არის პატრიოტი, გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე:
“მამუკა წარმატებული ადამიანია. ის წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა საქართველოს პარლამენტში, გახლავთ პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი. ის არის კარგი ქართველი კაცი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა, ჰყავს ძალიან კარგი ოჯახი. არის ამ ქვეყნის პატრიოტი და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, რასაც უსაფრთხოების სამსახური ჰქვია მინდა გულწრფელად წარმატებები ვუსურვო მას. ამ სამსახურის სწორი და გამართული მუშაობა ერთობ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის. რაც შეეხება კადრების გადაადგილებას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დავიწყოთ იქიდან, რომ ანრი არსად წასულა, ის რჩება გუნდში და თუ რა მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას, ეს ცხადი იქნება მომდევნო დღეების განმავლობაში. ის, რომ თანამდებობების გადაადგილება ხდება ხოლმე ამაში ცუდი არაფერია”