შაბათი, ივნისი 6, 2026
Home საზოგადოება უკრაინელებმა დონეცკის ოლქში ნოვომიხაილოვკა გაათავისუფლეს

უკრაინელებმა დონეცკის ოლქში ნოვომიხაილოვკა გაათავისუფლეს

by admin

უკრაინელებმა დონეცკის ოლქში, ლიმანის მიმართულებით, ნოვომიხაილოვკაზე კონტროლი დაიბრუნეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია დაზვერვის მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ოპერაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს აქტიური ოპერაციების დეპარტამენტის ძალებმა, კერძოდ, ქვედანაყოფმა “არტანმა” და მესამე სადესანტო ბრიგადის მე-2 სადესანტო ბატალიონმა განახორციელეს -ოკუპანტები განდევნეს და ნოვომიხაილოვკაზე კონტროლი აღადგინეს.

“მტერმა პირადი შემადგენლობიდან დაახლოებით ასეული დაკარგა და იძულებული გახდა, რეზერვები ფრონტის სხვა ნაწილებიდან გადაეყვანა”, – განაცხადეს დაზვერვის მთავარ სამმართველოში.

ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ გუშინ განაცხადა, რომ უკრაინელებმა დონეცკის ოლქის სოფლები : ზელენი გაი, იხაილოვკა და ვლადიმიროვკა გაათავისუფლეს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay