შაბათი, ივნისი 6, 2026
Home საზოგადოება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის, ტერიტორიული საკითხები პუტინთან განიხილოს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის, ტერიტორიული საკითხები პუტინთან განიხილოს

by admin

ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის ტერიტორიული საკითხები პუტინთან განიხილოს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი კისლიცამ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

“როდესაც ტერიტორიულ საკითხებზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ნათლად განაცხადა, რომ ის მზად არის პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრაზე ეს საკითხი განიხილოს. ტერიტორიულ საკითხებზე საუბრის დაწყების საფუძველი კი ამჟამად არსებული ფრონტის ხაზია. უკრაინის მოსახლეობა მიწების მშვიდობის სანაცვლოდ გაცვლას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. თუ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა არ შედგება, მაშინ აშშ-მა დამატებითი სანქციები უნდა გამოიყენოს, მაშინ რუსები ნამდვილად იგრძნობენ ტკივილს იმის გამო, რომ არ სურთ ის გზა გაიარონ, რომელიც რუსეთის ფედერაციას პრეზიდენტმა ტრამპმა შესთავაზა”, – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay