შაბათი, ივნისი 6, 2026
Home საზოგადოება 12 ოქტომბრიდან EU-ში შესვლა-გასვლის ახალი სისტემა პასპორტების დაშტამპვას ჩაანაცვლებს

12 ოქტომბრიდან EU-ში შესვლა-გასვლის ახალი სისტემა პასპორტების დაშტამპვას ჩაანაცვლებს

by admin

ევროკომისიის გადაწყვეტილებით, 12 ოქტომბრიდან ევროკავშირში შესვლა-გასვლის სისტემის (EES) ოპერაციების ეტაპობრივი დანერგვა დაიწყება.

ეს ნიშნავს, რომ პასპორტში შტამპების დასმის სისტემას ახალი სისტემა ჩაანაცვლებს, რომელიც ეფუძნება ბიომეტრიულ მონაცემებს, მაგ. თითს ანაბეჭდებს, სახის გამოსახულებასა და სხვა სამოგზაურო ინფორმაციას.

“შესვლა-გასვლის სისტემა (EES) გამოიწვევს ევროკავშირის საგარეო საზღვრების მენეჯმენტის მოდერნიზებას და გაუმჯობესებას. ის მიაწოდებს სარწმუნო მონაცემებს საზღვრის კვეთის შესახებ, სისტემატურად გამოავლენს პირებს, რომლებიც არღვევენ ქვეყანაში დარჩენის ვადებს, და თაღლითობის შემთხვევებს დოკუმენტების და პირადი მონაცემების გაყალბებით.” – წერია პრესრელიზში.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი EES სისტემის თანდათანობით დანერგვას ექვსი თვე დასჭირდება

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay