24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის დღის წინ, ევროკავშირმა უკრაინას დახმარების სახით დამატებით €4 მილიარდი გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკომისია ავრცელებს.
“მაშინ, როდესაც უკრაინა 34-ე დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, ევროკავშირს აქვს ცალსახა გზავნილი: ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ ურყევია” – ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი, ფონ დერ ლაიენი.
რამდენიმე დღის წინ ვაშინგტონში შეხვედრა გაიმართა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპული სახელმწიფოების ლიდერებს შორის. ერთ-ერთი მთავარი განხილვის საკითხი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა იყო.
გამოცემა Bloomberg საკითხზე ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკვე დაახლოებით ათმა ევროპულმა ქვეყანამ გამოთქვა მზადყოფნა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ “დამზღვევი ძალები” გაგზავნონ