კვირა, ივნისი 7, 2026
Home საზოგადოება აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა ირანის “ჩრდილოვან ფლოტს”, რომელიც ჩინეთს ნავთობით ამარაგებდა

აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა ირანის “ჩრდილოვან ფლოტს”, რომელიც ჩინეთს ნავთობით ამარაგებდა

by admin

აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) გამოაცხადა გაფართოებული სანქციები ირანის “ჩრდილოვანი ფლოტის” კომპანიებისა და გემების საერთაშორისო ქსელის წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უწყობდნენ ნავთობის უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში.

ინფორმაციის თანახმად, OFAC-მა სანქციები დააწესა საბერძნეთის მოქალაქე ანტონიოს მარგარიტისის, მისი კომპანიების ქსელისა და თითქმის ათეული გემის მიმართ, რომლებიც ირანის ე.წ. “ჩრდილოვანი ფლოტის” ნაწილია.

დეპარტამენტის ცნობით, მარგარიტისმა „გამოიყენა თავისი მრავალწლიანი გამოცდილება გადაზიდვების ინდუსტრიაში ირანული ნავთობის ტრანსპორტირებისა და გაყიდვის უკანონოდ ხელშესაწყობად“.

„მარგარიტისის და მისი ქსელის წინააღმდეგ დღევანდელი ქმედება ასუსტებს თეირანის შესაძლებლობას, დააფინანსოს თავისი მოწინავე შეიარაღების პროგრამები, მხარი დაუჭიროს ტერორისტულ დაჯგუფებებს და საფრთხე შეუქმნას ჩვენი ჯარებისა და მოკავშირეების უსაფრთხოებას”, – განაცხადა აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay