შაბათი, ივნისი 6, 2026
Home საზოგადოება პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის კიტ კელოგის ქალიშვილი, იმ პირების დასჯას ითხოვს, რომლებმაც ალასკაში სამხედროებს პუტინისთვის წითელი ხალიჩის გაშლა უბრძანეს

პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის კიტ კელოგის ქალიშვილი, იმ პირების დასჯას ითხოვს, რომლებმაც ალასკაში სამხედროებს პუტინისთვის წითელი ხალიჩის გაშლა უბრძანეს

by admin

ადამიანი, რომელმაც ამერიკელ ვლადიმირ პუტინისთვის წითელი ხალიჩის გაშლა უბრძანა, პასუხისგებაში უნდა მიეცეს. ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის  კიტ კელოგის ქალიშვილი მეგან მობსი X-ზე წერს.

მობსი აღნიშნავს, რომ ასეთი სიტუაცია მიუღებელია.

„ფორმაში ჩაცმულ ამერიკელ ჯარისკაცებს არ უნდა გაეშალათ წითელი ხალიჩა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგისთვის. წერტილი. ეს საშინელი გადაწყვეტილებაა და ვისაც არ უნდა მიეღო, პასუხი უნდა აგოს“, – წერს მეგანი.

15 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პუტინს ალასკაში შეხვდა. ტრამპმა ომის დამნაშავედ აღიარებული პუტინი თბილად მიიღო. მისი დახვედრისთვის ამერიკელმა სამხედროებმა წითელი ხალიჩა გაშალეს.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay