“პრეზიდენტ ტრამპთან საუბრის შემდეგ ევროპელ ლიდერებთან პოზიციები კიდევ უფრო შევაჯერეთ. პოზიციები ნათელია. მკვლელობები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, ცეცხლი უნდა შეწყდეს როგორც ბრძოლის ველზე, ისე ჰაერში. ყველა უკრაინელი სამხედრო ტყვე და მშვიდობიანი მოქალაქე უნდა გათავისუფლდეს და რუსეთის მიერ გატაცებული ბავშვები უნდა დაბრუნდნენ. რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს მაშინ, როდესაც აგრესია და ოკუპაცია გრძელდება.
სანქციები ეფექტური ინსტრუმენტია. უსაფრთხოება საიმედოდ და ხანგრძლივად გარანტირებული უნდა იყოს, როგორც ევროპის, ისე აშშ-ის მონაწილეობით. ყველა უკრაინისთვის მნიშვნელოვანი საკითხი უკრაინის მონაწილეობით უნდა განიხილებოდეს, ხოლო არცერთი საკითხი, განსაკუთრებით ტერიტორიული საკითხი, უკრაინის გარეშე არ შეიძლება გადაწყდეს“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი