92
თუ ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შედგება, მაშინ ეს ომი შობამდე დასრულდება, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
“თუ პრეზიდენტ ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება, მაშინ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ეს ომი შობამდე უფრო ადრე დასრულდება. თუ შეხვედრა არ შედგება, ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი სერიოზულ შედეგებს დააკისრებს პუტინს და მათ, ვინც მის ნავთობსა და გაზს ყიდულობს”, – განაცხადა ლინსი გრემმა