შაბათი, ივნისი 6, 2026
Home საზოგადოება ტრამპი – სი ძინპინმა მითხრა, რომ ტაივანში არ შეიჭრება, სანამ მე პრეზიდენტი ვარ

ტრამპი – სი ძინპინმა მითხრა, რომ ტაივანში არ შეიჭრება, სანამ მე პრეზიდენტი ვარ

by admin

სი ძინპინმა მითხრა, რომ ტაივანში არ შეიჭრება, სანამ მე პრეზიდენტი ვარ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

“ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა მითხრა: „ამას არ გავაკეთებ, სანამ თქვენ პრეზიდენტი ხართ. მე ვუპასუხე, რომ ამას ძალიან ვაფასებ, მაგრამ მან ასევე თქვა: „მე ძალიან მომთმენი ვარ და ჩინეთის ძალიან მომთმენია“. ვფიქრობ, ეს არ მოხდენა, სანამ მე აქ ვარ. ვნახოთ. ბაიდენმა და იქამდე ობამამ, დაუჯერებელი რამ გააკეთეს. ბაიდენმა ჩინეთი და რუსეთი დააახლოვა. რუსეთი და ჩინეთი ერთმანეთის ბუნებრივი მტრები არიან. რუსეთს უზარმაზარი მიწა აქვს, ხოლო ჩინეთს დიდი რაოდენობით მოსახლეობა ჰყავს. ჩინეთს რუსეთის მიწა სჭირდება”, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay