ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2026
Home პოლიტიკა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ოლქში ოკუპირებული 18 სოფლიდან 6 გაათავისუფლა – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ოლქში ოკუპირებული 18 სოფლიდან 6 გაათავისუფლა – ვოლოდიმირ ზელენსკი

by admin

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ოლქში ოკუპირებული 18 სოფლიდან ან მნიშვნელოვანი პუნქტიდან 6 გაათავისუფლეს და ორ წერტილში რუსეთის საზღვარს მიაღწიეს.

ამის შესახებ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„სუმის ოლქი. იქ 18 წერტილი გვქონდა – ოკუპირებული სოფლები ან მნიშვნელოვანი პუნქტები. ექვსი გათავისუფლებულია. ასე რომ, ჩვენ წინ მივდივართ. ეს კარგი ამბავია. ორ წერტილში რუსეთის ფედერაციასთან საზღვარს მივაღწიეთ. ვფიქრობ, იქ მეტ-ნაკლებად პოზიტიური მდგომარეობაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, გარდა ამისა, თავდაცვის ძალები პოზიციებს ინარჩუნებენ ზაპოროჟიეს რეგიონში. ასევე აღინიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ლუჰანსკის რეგიონში მტრის პოზიციებისკენ 1 კილომეტრით წაიწიეს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay