შაბათი, ივნისი 6, 2026
Home პოლიტიკა ევროკავშირმა უკრაინისთვის 3.2 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა

ევროკავშირმა უკრაინისთვის 3.2 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა

by admin

ევროკავშირმა უკრაინისთვის 3.2 მილიარდი ევროს ოდენობით თანხის გამოყოფას მხარი დაუჭირა.

ახალ ტრანშს ქვეყანა Ukraine Facility მექანიზმის საშუალებით მიიღებს, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინაში სტაბილურობისა და ქვეყნის სახელმწიფო უწყებების ფუნქციონირების შენარჩუნებას.

ამ დრომდე კიევმა უკვე მიიღო ექვსი მილიარდი ევრო შუალედური დაფინანსების სახით, 1.89 მილიარდი ევრო ავანსი და სამი ტრანში 4.2, 4.1 და 3.5 მილიარდი ევროს ოდენობით.

საერთო ჯამში, Ukraine Facility  მექანიზმი 2024-2027 წლების განმავლობაში უკრაინისთვის 50 მილიარდამდე ევროს გამოყოფას ითვალისწინებს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay