შაბათი, ივნისი 13, 2026
Home სპორტი გიორგი გოჩოლეიშვილი “ჰამბურგის” ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა

გიორგი გოჩოლეიშვილი “ჰამბურგის” ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა

by admin

საქართველოს ნაკრების 24 წლის მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი იჯარით “ჰამბურგში” გადავიდა, რის შემდეგაც გერმანულ კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

გასულ სეზონში გოჩოლეიშვილი იჯარით “კოპენჰაგენში” თამაშობდა, ახლა კი ბუნდესლიგაში დაბრუნებულ “ჰამბურგში” იასპარეზებს. “ჰამბურგი” ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს – 9 აგვისტოს “მალიორკას”, 16 აგვისტოს კი “პირმაზენსს” დაუპირისპირდება, ხოლო 24 აგვისტოს ჩემპიონატის პირველ ტურში სტუმრად “გლადბახს” შეხვდება

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay