შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
Home სპორტი გოგლიჩიძე კარიერას “უდინეზეში” გააგრძელებს

გოგლიჩიძე კარიერას “უდინეზეში” გააგრძელებს

by admin

სატრანსფერო ექსპერტი ჯანლუკა დი მარციო თავისი საიტით იტყობინება, რომ „ემპოლის“ 21 წლის მცველი საბა გოგლიჩიძე კარიერას „უდინეზეში“ გააგრძელებს.

 

უდინური კლუბი გოგლიჩიძეს 4 მილიონ ევროდ შეიძენს და კონტრაქტს 2030 წლის ზაფხულამდე გაუფორმებს. ინფორმაცია calciomercato-მაც დაადასტურა.

 

საბას შეთავაზებები სხვა იტალიური კლუბებისგანაც ჰქონდა, მაგრამ არჩევანი „უდინეზეზე“ გააკეთა, რომელმაც გასული სეზონი სერია A-ში 44 ქულით მე-12 ადგილზე დაასრულა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay