ტრამპის ადმინისტრაციას სურს გრძელვადიანი, მდგრადი და გამძლე მშვიდობა რეგიონში. გვინდა, რომ უკრაინელების მხარდამხარ დგომა გავაგრძელოთ მაშინ, როცა უკრაინა მოითხოვს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც ყოვლისმომცველი და სრულია, და აჩერებს ნებისმიერი სახის თავდასხმას მშვიდობიან მოსახლეობასა და გადამწყვეტი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, მინიონ ჰიუსტონმა