შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
Home საზოგადოება ახალი ნაბიჯი საბჭოთა კავშირში დაბრუნებისკენ, ფსიქიატრიული დაწესებულება ტერორის ახალი ინსტრუმენტია – სალომე ზურაბიშვილი

ახალი ნაბიჯი საბჭოთა კავშირში დაბრუნებისკენ, ფსიქიატრიული დაწესებულება ტერორის ახალი ინსტრუმენტია – სალომე ზურაბიშვილი

by admin

ფსიქიატრიული დაწესებულება ტერორის ახალი ინსტრუმენტია, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს.

„ახალი ნაბიჯი საბჭოთა კავშირში დაბრუნებისკენ. ფსიქიატრიული დაწესებულება ტერორის ახალი ინსტრუმენტია: ნინო დათაშვილი, აქტივისტი, მასწავლებელი და მარტოხელა დედა, 20 ივნისს დააკავეს. დღეს „სასამართლომ“ მისი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანა ბრძანა!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, პროკურატურამ პატიმრობაში მყოფი აქტივისტის, ნინო დათაშვილის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა, სასამართლომ კი აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay