გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ლემის თქმით, პუტინი სერიოზული მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის და რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები ერთ წელიწადშიც იქნება.
“ჩემი ფხიზელი შეფასება ამგვარია: პუტინი სერიოზული მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის. მას კვლავ აქვს მაქსიმალისტური და იმპერიალისტური ამბიციები. ბრძოლა, რომელსაც უკრაინა გაერთიანებული სამეფოს, ევროპისა და აშშ-ს მხარდაჭერით აწარმოებს, უზარმაზარია.
ვეჭვობ, რომ მოლაპარაკებები ერთ წელიწადშიც კვლავ იქნება. კითხვა იმაში მდგომარეობს, რამდენად სერიოზულად ეკიდება რუსეთი ამ მოლაპარაკებებს. უკრაინელი ერი მსოფლიომ რომც მიატოვოს, ის მაინც გააგრძელებს პარტიზანულ ომს, ამდენად ძლიერია მათი რწმენა საკუთარ ქვეყანაში. ეს ძალიან შთამაგონებელია”. – თქვა ლემიმ.