სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
Home საზოგადოება “ამ შაბათ-კვირას” დახურვის შემდეგ წამყვანებმა ლიკა ევგენიძემ და გიორგი შარვაშიძემ საზმაუ დატოვეს

“ამ შაბათ-კვირას” დახურვის შემდეგ წამყვანებმა ლიკა ევგენიძემ და გიორგი შარვაშიძემ საზმაუ დატოვეს

by admin

მედიაჩეკერის ინფორმაციით, გადაცემა “ამ შაბათ-კვირას” წამყვანებმა, ლიკა ევგენიძემ და გიორგი შარვაშიძემ გადაცემის დახურვის შემდეგ ტელევიზიის ახალ შეთავაზებაზე, შუადღის გადაცემაში გადასულიყვნენ, უარი თქვეს და საზოგადოებრივი მაუწყებელი დატოვეს.

“მე და გიორგის შემოგვთავაზეს შუადღის გადაცემაში გადასვლა, მაგრამ უარი ვთქვით იმიტომ, რომ გადაცემა “ამ შაბათ-კვირას” დახურეს, ჩვენი პროდიუსერები გაუშვეს და ამის გამო ჩვენც აღარ გავაგრძელეთ მათთან კონტრაქტი”. – უთხრა ევგენიძემ მედიაჩეკერეს.

25 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაცემა ამ შაბათ-კვირას დახურა, ამის შესახებ Mediachecker-თან გადაცემის პროდიუსერმა, თამარ ჭინჭარაულმა ისაუბრა.

ჭინჭარაულის ცნობით, მას რადიოს გადაცემებზე გადასვლა შესთავაზეს, უარის თქმის შემთხვევაში კი, მიუთითეს, რომ მასთან ხელშეკრულება 1 აგვისტოდან შეწყდებოდა.

შეთავაზებაზე უარი მასთან ერთად უკვე თქვეს გუნდის სხვა წევრებმაც: მარიამ ფირცხალავამ, ნია ბარაბაძემ და ანა აბაკელიამ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay