შაბათი, აგვისტო 22, 2026
Home მსოფლიო ისრაელმა ღაზას ნაწილში “ჰუმანიტარული პაუზა” გამოაცხადა

ისრაელმა ღაზას ნაწილში “ჰუმანიტარული პაუზა” გამოაცხადა

by admin

ისრაელმა ღაზას ნაწილში „ჰუმანიტარული პაუზა“ გამოაცხადა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ყოველდღიურად, დილის 10 საათიდან საღამოს 8 საათამდე ჰუმანიტარული დერეფნების შექმნის მიზნით ღაზის სექტორის მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში სამხედრო მოქმედებები შეჩერდება.

„ეს გადაწყვეტილება გაერო-სთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინირებულია“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

ასევე, ისრაელი ღაზაში უსაფრთხო მარშრუტებს უზრუნველყოფს, რათა გაერო-მ და ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციებმა მოსახლეობისთვის საკვებისა და მედიკამენტების მიწოდება შეძლონ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay