ორშაბათი, აგვისტო 24, 2026
Home საზოგადოება სანამ დარჩენილ გაყინულ თანხებს არ მივიღებთ, არც EU-ს ახალი ბიუჯეტი იქნება – ორბანი

სანამ დარჩენილ გაყინულ თანხებს არ მივიღებთ, არც EU-ს ახალი ბიუჯეტი იქნება – ორბანი

by admin

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, უნგრეთი ევროკავშირის ახალი ბიუჯეტის მიღებას მხარს არ დაუჭერს მანამდე, სანამ ყველა გაყინულ თანხას არ მიიღებს.

ამის შესახებ ორბანმა რუმინეთის ქალაქ ბეილე-ტუშნადში საზაფხულო უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას ილაპარაკა.

“ახალი შვიდწლიანი ბიუჯეტის დამტკიცება ერთსულოვნებას მოითხოვს და სანამ ჩვენ დარჩენილ თანხებს არ მივიღებთ, არც EU-ს ახალი ბიუჯეტი არ იქნება. ევროკავშირის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ყოველთვის იქნება უკანასკნელი, რომელიც აშშ-სთან შეთანხმებებს დადებს და ყოველთვის ყველაზე ცუდ შეთანხმებებს დადებს”. – თქვა ორბანმა.

ცნობისთვის, ევროკომისიის მიერ წარდგენილი ახალი ბიუჯეტი 2028-2034 წლებისთვის 2 ტრილიონ ევროს მოიცავს და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობისა და თავდაცვის გაძლიერებაზე ამახვილებს ყურადღებას

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay