სამშაბათი, აგვისტო 25, 2026
Home პოლიტიკა ასეთ დარტყმებზე დუმილი აბსოლუტურად შეუძლებელია და ამას უკრაინული შორი მოქმედების დრონები უზრუნველყოფენ – ზელენსკი

ასეთ დარტყმებზე დუმილი აბსოლუტურად შეუძლებელია და ამას უკრაინული შორი მოქმედების დრონები უზრუნველყოფენ – ზელენსკი

by admin

ასეთ დარტყმებზე დუმილი აბსოლუტურად შეუძლებელია და ამას უკრაინული შორი მოქმედების დრონები უზრუნველყოფენ, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინაზე წუხელ განხორციელებულ თავდასხმას.

„რუსულმა სამხედრო საწარმოებმა, რუსულმა ლოჯისტიკამ, რუსულმა აეროპორტებმა უნდა იგრძნონ, რომ რუსეთის ომს მათთვის რეალური შედეგები მოჰყვება. ჩვენი დრონების სიზუსტე, უკრაინის ყოველდღიური რეაგირება – ეს ერთ-ერთი იმ არგუმენტია, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს მშვიდობასთან“, – წერს ზელენსკი „ტელეგრამ“ არხზე.

მისი თქმით, რუსებმა კომბინირებული დარტყმა განახორციელეს და უკრაინას დრონებით და რაკეტებით, მათ შორის ბალისტიკური რაკეტებით, შეუტიეს, რის შედეგადაც არიან დაღუპულები და დაშავებულები

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay