თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაქან ფიდანმა განაცხადა, რომ სტამბოლში, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების დროს მხარეებმა “თურქეთში ლიდერების სამიტის გამართვის შესახებ პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს”.
ფიდანმა აღნიშნა, რომ სტამბოლში გამართული მესამე რაუნდის მოლაპარაკებებისას მხარეებმა განიხილეს, თუ რა პირობებში შეიძლება შეხვედროდნენ ქვეყნის ლიდერები.
“მხარეებმა თურქეთში ლიდერების სამიტის გამართვაზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს. ამ პროცესში დიდი პასუხისმგებლობა მოლაპარაკებების დელეგაციებს ეკისრებათ. თუ ასე გაგრძელდა, მე ვფიქრობ, რომ დროებით გადაწყვეტილებას მიაღწევენ. ყველას აქვს საკუთარი კოზირი, რომელსაც ჯერ არ ამჟღავნებენ. ჩვენ ხელსაყრელი პირობების შექმნას ვცდილობთ.
ძალიან სერიოზული რეგიონული და გლობალური შედეგები წინაშე ვდგავართ, ჰუმანიტარული ტრაგედიის განხილვაც კი რომ არ დავიწყოთ, საფრთხის წინაშე საერთაშორისო არენაზე ვდგავართ, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო დიდ ომში და გახლეჩაში გადაიზარდოს. ეს არის რთული და ძვირადღირებული ომი. ომი, რომელშიც ყველაფერს იყენებენ, ბირთვული იარაღის გარდა” – თქვა ფიდანმა