შაბათი, აგვისტო 29, 2026
Home სპორტი მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამარს 5 ოქტომბერს დაიცავს

მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამარს 5 ოქტომბერს დაიცავს

by admin

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამარს 5 ოქტომბერს, UFC 320-ზე დაიცავს. ბრძოლა ნევადაში, T-Mobile არენაზე გაიმართება. ქართველის მეტოქე კორი სენდჰეგენი იქნება. კორის რეკორდი 18 მოგება და 5 მარცხია.

შეგახსენებთ, მერაბმა საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ჯერ 2024 წელს შონ ო’მალი დაამარცხა, რის შემდეგაც 2025 წელს უმარ ნურმაგომედოვსაც აჯობა და ქამარი პირველად დაიცვა, რამდენიმე თვეში კი ო’მალი უმარტივესად დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მეორედ დაიცვა.

ცნობისთვის, ამავე ღონისძიებაზე მეორე სატიტულო ბრძოლაც გაიმართება, სადაც მაგომედ ანკალაევისა და ალექს პერეირას დაუპირისპირდება

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay