პარასკევი, ივნისი 5, 2026
Home სპორტი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

by admin

ხვიჩა კვარაცხელია უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას უეფა ავრცელებს.

“შეუდარებელმა ქართველმა “ვინგერმა” უდიდესი როლი ითამაშა პარიზელთა მიერ ზედიზედ მეორე ტიტულის მოგებაში, მან 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა მთელი ტურნირის განმავლობაში, ის მარცხენა ფლანგზე ბრწყინვალედ თამაშობდა.

მან გადამწყვეტი როლი ითამაშა “არსენალთან” ფინალურ გამარჯვებაშიც, სადაც კრისტიან მოსკერამ წააქცია და პენალტი დაინიშნა, რომელიც უსმან დემბელემ გაიტანა და ლუის ენრიკეს გუნდმა ანგარიში 1-1 გაათანაბრა.

შესაძლოა, კვარაცხელიას საუკეთესო თამაში „ბაიერნთან“ დაუვიწყარ ნახევარფინალურ პირველ მატჩში გამოვლინდა – 5-4 გამარჯვებაში, სადაც მან ულამაზესი გოლი გაიტანა და ანგარიში 1-1 გაათანაბრა, ხოლო მეორე პერიოდში ძლიერი დარტყმით შესანიშნავი დუბლი შეასრულა”, – აღნიშნულია უეფა-ს გვერდზე გავრცელებულ სტატიაში

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay