ისრაელის თავდაცვის ძალებმა სირიის დედაქალაქ დამასკოში პრეზიდენტის სასახლის მახლობლად საჰაერო დარტყმა განახორციელა , – ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სირიის პრეზიდენტის სასახლის მახლობლად გამაფრთხილებელი დარტყმა განხორციელდა.
მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა დამასკოში სირიის თავდაცვის სამინისტროს დაარტყეს.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა სოციალურ ქსელში ვიდეო გააზიარა, სადაც ჩანს, თუ როგორ რეაგირებს ისრაელის იერიშებზე სირიის ტელევიზიის წამყვანი.
“ძლიერი დარტყმები დაიწყო”, – წერს ისრაელ კაცი X-ზე.
შეგახსენებთ, ორდღიანი სისხლიანი შეტაკებების შემდეგ სირიის სამთავრობო ძალები ქალაქ სუვეიდაში შევიდნენ. ეს სირიის სამთავრობო ძალების სუვეიდაში განლაგების პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც დეკემბერში პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი დაამხეს. უმცირესობათა ბევრი თემი – მათ შორის დრუზები – ეჭვის თვალით უყურებენ დროებითი პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაას მთავრობას. აქამდე სუვეიდას პროვინცია ძირითადად დრუზების გასამხედროებული დაჯგუფების კონტროლის ქვეშ რჩებოდა, რომლებიც უსაფრთხოების ძალებში გაწევრიანების მოწოდებებს ეწინააღმდეგებიან