ორშაბათი, ივნისი 8, 2026
Home პოლიტიკა დენის შმიგალი უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა

დენის შმიგალი უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა

by admin

დენის შმიგალი უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა, – ამის შესახებ ინფორმაციას დენის შმიგალი „ტელეგრამის“ არხზე ავრცელებს.

“გთხოვთ, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ჩემი თხოვნა მიიღოთ. მადლობა ჩვენს დამცველებს, რომლებიც ფრონტსა და უკრაინას იცავენ. მადლობა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ნდობისთვის“, – წერს დენის შმიგალი.

შეგახსენებთ, გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრს, იულია სვირიდენკოს პრემიერ-მინისტრის პოსტი შესთავაზა.

მოგვიანებით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „დენის შმიგალის კოლოსალური გამოცდილება თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ნამდვილად სასარგებლო იქნება“

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay