შაბათი, ივნისი 6, 2026
Home პოლიტიკა არ ვეთანხმებით “ლელოს” გადაწყვეტილებას, ეს მათი არჩევანი კი არის, მაგრამ ყველა დანარჩენის პოლიტიკური რისკია -“თავისუფლების მოედანი”

არ ვეთანხმებით “ლელოს” გადაწყვეტილებას, ეს მათი არჩევანი კი არის, მაგრამ ყველა დანარჩენის პოლიტიკური რისკია -“თავისუფლების მოედანი”

by admin

არ ვეთანხმებით „ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას „არჩევნებში“ მონაწილეობის შესახებ. ეს მათი არჩევანი კი არის, მაგრამ ყველა დანარჩენის პოლიტიკური რისკია,- ასე ეხმაურება პარტია „თავისუფლების მოედანი“ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „თავისუფლების მოედანი” კვლავ ფოკუსირებული იქნება აქტიური ბოიკოტისკენ.

„არ ვეთანხმებით „ძლიერი საქართველოს” გადაწყვეტილებას „არჩევნებში” მონაწილეობის შესახებ. ეს მათი არჩევანი კი არის, მაგრამ ყველა დანარჩენის პოლიტიკური რისკია.

ამის მიუხედავად, არ ვაპირებთ მომავალი თვეები შიდაოპოზიციური ბრძოლის ველად ქცევას დავუთმოთ – ჩვენი მთავარი სამიზნე რუსული პარტიის „ქართული ოცნებაა.”

“თავისუფლების მოედანი” ფოკუსირებული ვიქნებით აქტიური ბოიკოტის და ალტერნატიული, დემოკრატიული და ინკლუზიური პოლიტიკური პროცესის ორგანიზებაზე და ჩვენს რესურსებს სწორედ ამისაკენ მივმართავთ“,- ნათქვამია “თავისუფლების მოედნის” განცხადებაში.

ცნობისთვის, „ლელო – ძლიერი საქართველო“ 4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. აღნიშნულის შესახებ ირაკლი კუპრაძემ კოალიციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay