125
პორტუგალიის ნაკრებისა და „ლივერპულის“ 28 წლის ფეხბურთელი დიოგუ ჟოტა ძმასთან, ანდრესთან ერთად ავტოკატასტროფას ემსხვერპლა. აღნიშნული ინფორმაცია ესპანურმა გამოცემა Marca-მ გაავრცელა.
ავტოსაგზაო შემთხვევა ესპანეთში, სამორას რეგიონში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ლამბორგინის მარკის მანქანას საბურავი გაუსკდა, გზიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა.
“ლივერპულს” აცნობეს, რომ დიოგუ ჟოტა, ძმასთან – ანდრესთა ერთად, ესპანეთში ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა. ჩვენი გუნდი ამ მომენტისთვის მეტ კომენტარს არ გააკეთებს და ვითხოვთ დიოგუს ოჯახის, მეგობრების, თანაგუნდელებისა და კლუბის პერსონალის პირადი ცხოვრების პატივისცემას. ჟოტას ოჯახს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ!”, – წერია “ლივერპულის” განცხადებაში